Tuesday, November 18, 2014

საგზაო ნიშნები

პროექტის სახელწოდება:   საგზაო ნიშნები
პროექტის მთავარი იდეა: საგზაო ნიშნების გაცნობა, შესწავლა და მომავალში მათი გამოყენება.
პროექტის აქტუალობა: საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების ცოდნა საკმაოდ აქტუალური და სავალდებულოა.
პროექტის მიზნები: დავეხმაროთ ბავშვებს საგზაო ნიშნების შესწავლაში, სასიციცხლო, საკომუნიკაციო და სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
მონაწილეთა ასაკი:  მე-11 კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 6თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  შემოქმედებითი ბლოგი, სურათების გამოფენა, კედლის გაზეთების პრეზენტაცია. მოსწავლეები შეისწავლიან საგზაო ნიშნებს, მათ დანიშნულებასა და გამოყენებას, გამოუმუშავდებათ სამუშაოს შესრულების, სააზროვნო და სასიცოცხლო უნარ-ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, წიგნი,ფორმატი, კალამი , მარკერი, ფანქარი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ბავშვები ეცნობიან საგზაო ნიშნებს, გადიან ქალაქში, აკვირდებიან მანქანებისა და ქვეითთა მოძრაობას, ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში მოიძიებენ საგზაო ნიშნებს, მოძრაობის წესებს, მასალას თუ ვინ და სად გამოიგონა პირველი საგზაო ნიშანი, რატომ არის საჭირო მათი ცოდნა, სად და რა ნიშნის მიხედვით განალაგებენ საგზაო ნიშნებს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოაქვს მათ ცოდნას.  გონებრივი იერიში, მოსწავლეთა პრეზენტაცია, კითხვა-პასუხი, ინტერვიუ, ინტერნეტში შესაბამისი მასალის მოძიება და ანალიზი, შემოქმედებითი ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ისტორია: გაეცნობიან საგზაო ნიშნების შექმნის ისტორიას.
ინგლისური ენა:გაიუმჯობესებენ კითხვის და თარგმნის უნარს, აითვისებენ ახალ ლექსიკურ მასალას. ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ნიკურაძე.
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tnikuradze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tnikuradze12.blogspot.com/




Sunday, November 16, 2014

სამტრედია

სამტრედიაში მოქმედებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. ის დაარსდა 1942 წელს, როგორც პიონერთა სახლი და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებობს შემოქმედებითი ჯგუფი „ორუდილა“, ქორეოგრაფიული ჯგუფი „ფანტაზია“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „იმედი“.
სამტრედიაში მოქმედებს კულტურის სახლი და მასთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ათინათი“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „სამტრედია“, ბავშვთა ხალხურ საკრავ ინსტრუმენთა წრე. კულტურის სახლში ფუნქციონირებს დრამატული თეატრი. მოქმედებს სამხატვრო სკოლა-გალერეა, დომენტი შანიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, ქორეოგრაფიული ანსამბლები „მტრედები“ და „იმერი“.




Thursday, November 13, 2014

ავტობიოგრაფია

მე ვარ თამარ ნიკურაძე. დავამთავრე ს.ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ 141-ე საჯარო სკოლაში ,,საგზაო ნიშნების და მოძრაობის უსაფრთხოების" პედაგოგად.